ლიბიაში დატყვევებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

0
314

ქართველი მეზღავაურები – გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე, რომლებიც ლიბიის საპატიმროში 2 წელზე მეტხანს იმყოფებოდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში  ოჯახის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ.

2017 წელს გემის „REX” დაკავებული ეკიპაჟის 11 წევრიდან, სამი საქართველოს მოქალაქე იყო: გემის კაპიტანი გენადი კომახიძე, მეორე თანაშემწე რომან კაკალაძე და მეზღვაური ნუკრი ხოხბა. გემის კაპიტანს, გენადი კომახიძეს და კაპიტნის თანაშემწეს, რომან კაკალაძეს ბრალად დასდეს ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება.