“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები განახლდა

0
238

ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი, პიკეტი, აქციები და სამომავლო გეგმები – ოპოზიციამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში კონსულტაციები განაახლა.

ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი პიკეტირებები, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო არ გამართა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის სახელით სამძიმარი გამოუცხადა ლუკა სირაძის ოჯახს.

“ჩვენი საერთო ტრაგედია, ჭირისუფალია მთელი საქართველო და დღეს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდობა, მომვალია თაობა, მათი უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე იყოს დაცული ყველანაირი საერთაშორისო საშუალებებით. სწორედ ამიტომ იკრიბება აქ პოლიტიკური სპექტრი და სწორედ ამ გზებზე ვმსჯელობთ, რომ ძალიან მალე დასრულდეს ასეთი შავი დღეები ჩვენს ქვეყანაში,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.