არჩილ თალაკვაძე -ბავშვებისთვის განსაკუთრებით სახიფათოა გზავნილი, რომელსაც უფროსი იმეორებს

0
210

 

ნუ ვაშინებთ ბავშვებს მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება არის საშინელი, ნუ მოვუწოდებთ ნიჰილიზმისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. თალაკვაძემ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ მიმდინარე აქტივობებით სხვა ბავშვებსაც ეგზავნებათ მესიჯები  და ეს მესიჯები ძალიან სახიფათოა.

„ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი და მითუმეტეს, როცა ამ გზავნილს იმეორებენ უფროსები, ადამიანები, ვისიც სჯერათ ბავშვებს. ვეუბნებით ბავშვებს, რომ ცხოვრება არის საშინელი და ვეუბნებით, რომ საზოგადოებაში, ამ ქვეყანაში პრაქტიკულად პოზიტივის ადგილი არ არის, მათი ადგილიც არ არის. ეს არის ცალსახად არასწორი გზავნილი და ყველანი უნდა დავფიქრდეთ, სანამ ასეთი ტიპის კამპანიას დავგეგმავთ. ამის პოპულარიზაციით, სუიციდის ფაქტების პოპულარიზაციით, სამწუხაროდ სხვა მოზარდებიც და ადამიანებიც ინტერესდებიან და იმეორებენ ქცევას, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.”