ავარია თბილისში – ერთი გარდაცვლილი და 14 დაშავებული

0
323

თბილისში, აეროპორტის გზაზე სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ.

მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.