ჩვენ საბჭოთა პერიოდით უნდა ვიამაყოთ – ვლადიმერ პუტინი

0
192

ჩვენ უნდა ვიამაყოთ საბჭოთა პერიოდით და წინაპრებით, რომელთაც ძლევამოსილი ქვეყანა შექმნეს, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„საბჭოთა პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა რითიც უნდა ვიამაყოთ და ვამაყობთ კიდეც: გამარჯვება დიდ სამამულო ომში, გარღვევა კოსმოსში და კიდევ სხვა მრავალი მიღწევა“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ იმის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა და რუსეთმა უნდა იამაყოს იმ წინაპრებით, მამებით, ბაბუებით, რომელთაც საბჭოთა პერიოდში „უზარმაზარი, ძლევამოსილი სახელმწიფო შექმნეს“.