ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს – ილია მეორე

0
256

“ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზობასთან დაკავშირებით გამართული ქადაგებისას განაცხადა.

“წმინდა ნიკოლოზი გამორჩეული წმინდანია და მას ეწოდება სწრაფად შემწე. შეეწიოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს. ნიკოლოზს ვუწოდებთ ჩვენ ყოველთა ქართველთა დიდ კათალიკოს-პატრიარქს. მე მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი იმედს კარგავს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს”, – განაცხადა ქადაგების დროს კათოლიკოს-პატრიარქმა.

დღეს მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ნიკოლოზის დღეს აღნიშნავს.