ირანის პრეზიდენტი ისლამურ ქვეყნებს დოლარის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს

0
209

 

უცხოური მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუხანმა ისლამურ სახელმწიფოებს ეკონომიკური კავშირების გაფართოებისკენ მოუწოდა, რათა ამერიკული ფინანსური სისტემის ჰეგემონია დასრულდეს.

ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რათა გავთავისუფლდეთ დოლარის დომინირებისან და ამერიკული საფინანსო სისტემისგან” – თქვა პრეზიდენტმა კუალა-ლამპურში გამართულ ისლამურ ქვეყნების სამიტზე. 

როუხანის აზრით, დოლარიზაციამ აშშ-ს საშუალება მისცა საკუთარი ჰეგემონია დაემყარებინა, ჩარეულიყო ისლამური ქვეყნების შიდა პოლიტიკაში და ეკონომიკური ტერორიზმი მოეწყო მუსულმანური სამყაროსთვის. 

პრეზიდენტის თქმით ამის დამსახურებაა, რომ მუსულმანური სამყარო ისეთი საფრთხეების წინაშე დადგა, როგორიცაა ისრაელი, ექსტრემიზმი და ტერორიზმი. მან ასევე აღნიშნა რომ ომები სირიასა და იემენში, კონფლიქტი ირანში, ლიბანსა და ავღანეთში შედეგია შიდა ექსტრემიზმისა და გარე ჩარევებისა.