საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ჩვილის ნაგვის ურნაში გადააგდებას ედავებიან

0
268

ბერძნული მედიის ცნობით,დაკავებულია 25 წლის ქართველი ქალი, რომელმაც გამოძიების მტკიცებით რამდენიმე დღის ჩვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო. შემთხვევა საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში  დღეს 18 დეკემბერს მოხდა.

ახალშობილი ნაგვის ბუნკერში ბერძენმა მოქალაქემ გამთენიისას, ნაგვის გადაყრის დროს იპოვა და პოლიციას აცნობა.

ბავშვი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან, დღეს ქალაქში დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ნაგავი გააქვთ, შემოვლა დააგვიანდათ – თქვა კალამატას მერმა ჟურნალისტებთან.

ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ახალშობილი ბიჭი კალამატას საავადმყოფოშია გადაყვანილი.