ლიბიაში 2017 წელს დაკავებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან

0
350

ლიბიის საპატიმროში ორი წლის განმავლობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან, გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე თბილისში 11:10 საათზე იქნებიან.

მეზღაურები ლიბიაში 2017 წელს დააკავეს. მათ გამოძიება ნავთობის უკანონო გადაზიდვასა და ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლას ედავებოდა. მათ 6-თვიანი პატიმრობა და ჯარიმა მიესაჯათ.

 საზღაო ტრანსპორტის სააგენტოშის დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის განცხადებით, ისინი პატიმრობაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმყოფებოდნენ.

„ლიბიის მხარემ ყველანაირი ვადა დაარღვია როგორც სასჯელის გამოტანასთან დაკავშირებით, ასევე ბრალდების დამტკიცებაზე. ისინი წიმასწარ პატიმრობაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმყოფებოდნენ. ასევე მათ გაუვიდათ პატიმრობის ვადა და ამის მერეც საპატიმრობაში იმყოფებოდნენ. სანქცია რომელიც დაეკისრათ, დაახლოებით მილიონზე მეტი, საქართველოს მიერ უზრუნვეყოფილი ადვოკატის აქტიური ქმედებებით განულდა . საქრთველოს კორდიინირებული ქმედება რომ არა, მათი ჩამოყვანა შეუძლებელი იქნებოდა.”