განათლების სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

0
215

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა, მოძრაობამ „ჩვენი ხმა“ და „დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის“, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ანა დოლიძემ აქციაზე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს სიმბოლურად შავი ლენტი შემოახვიეს.

 ამ წუთებში აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ხვდება.