ბათუმში პოლიციელის დაჭრის ვიდეოკადრები გავრცელდა

0
281

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტი პრევენციის მიზნით ისევ რჩება მართვით სუნთქვაზე.

29 წლის ოთარ თავართქილაძეს ჭრილობა ყელის არეში გუშინ ღამით მიაყენეს. დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დამნაშავე ადგილზე დააკავა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პოლიციის ეკიპაჟი მოქალაქემ თავად გააჩერა და ცივი იარაღით პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაჭრა ჩხუბის დროს გაშველებას მოჰყვა, მეორე ვერსიით კი თავდამსხმელი საგზაო წესებს არღვევდა და ის პატრულმა გააჩერა

მომხდარზე გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

ექსკლუზიური კადრები – ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

ექსკლუზიური კადრები – ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Mittwoch, 18. Dezember 2019