თუ ადამიანს რომელიმე ქრონიკული დაავადება არ აქვს, არ ინერვიულოს და როგორც გაციების დროს, ისე დარჩეს სახლში – ბიძინა კულუმბეგოვი

0
75

ახლა ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული რამდენად ხელს შევუშლით ინფექციის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემას, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნილოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი ნიშანი გვაქვს, აუცილებლად სახლში უნდა დარჩეთ.

„თუ ადამიანს სხვა რისკის დამატებითი ფაქტორი არ აქვს ასაკთან შეჯაჭვული ან რომელიმე ქრონიკული დაავადება, არ ინერვიულოს, როგორც გაციებული ადამიანი ასე უნდა გავჩერდეთ სახლში, სითხეები დავლიოთ, თუ ტემპერატურა იქნება 38 ნახევარი სიცხის დამწევი დავლიოთ, შემდეგ 112-თან დაკავშირების შემდეგ ოჯახის ექიმი დაუკავშირდება. შეიძლება ეს ვერ მოხდეს 3-4 საათში, ეს არ არის სწრაფი და ელვისებური განვითარების ინფექცია ამიტომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, იყავით მშვიდად და აუციებლად დაგიკავშირდებიან“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.