სუიციდის ფაქტი აბაშაში, 17 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო

0
303

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი სუიციდის ფაქტი მოხდა დღეს დილას აბაშაში, 17 წლის მოზარდმა, სალომე ქურდობაძემ თავი ჩამოიხრჩო.

 თუ რა გახდა გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.  გავრცელებული ცნობით მოზარდმა  გარდაცვალებამდე  წერილი  დატოვა.  

17 წლის გოგონა სოფელ  სამიქაოს სკოლის მოსწავლე იყო.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.