ღვინის კომპანია „ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო

0
3437

კომპანია „ბადაგონმა“ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, თანამშრომელთა PCR ტესტირება დაიწყო. ტესტირების პირველი ეტაპი უკვე ჩატარდა და ყველა თანამშროლის პასუხი კოვიდინფექციაზე უარყოფითია.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „ბადაგონი“ ითვალისწინებს მთავრობის რეკომენდაციებს და კომპანიაში მომუშავე ყველა ადამიანს, პერიოდულად, კომპანიის დაფინანსებით, ჩაუტარდება PCR ტესტი, რაც მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნითაა განპირობებული.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „ბადაგონისთვის“ პრიორიტეტულია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, შესაბამისად, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სათაო ოფისი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ხოლო, მეღვინეობაში მომუშავე ადამიანები, ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად, გადანაწილდნენ ჯგუფებად.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „ბადაგონში“ საშემოდგომო სამუშაოები მთელი დატვირთვით მიმდინარეობს. პანდემიის განმავლობაში არ შემცირებულა არც ერთი სამუშაო ადგილი და თითოეული თანამშრომელი უკლებლივ იღებს კუთვნილ ანაზღაურებას.

„ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, ის მადლობას უხდის კომპანიის თითოეულ თანამშრომელს დადგენილი რეკომენდაციების და წესების ზედმიწევნით შესრულებსთვის და იმედს გამოთქვამს, რომ „ბადაგონი“ მწვანე ზონის სტატუსს შეინარჩუნებს და მომხმარებელს პროდუქციას შეუფერხებლად მიაწვდის.