არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება

0
214

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც იმსჯელებენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელმაც სამომავლოდ მოზარდებში ტრაგიკული ფაქტები თავიდან უნდა აგვაცილოს.

გახარიას თქმით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები.

„დღეს ადმინისტრაციაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ამ პრობლემატიკაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები. ეს იქნება პირველი ნაბიჯი, როდესაც კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, დღეს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არ არის.

„ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური  რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.