განათლების სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემების აღმოჩენის მხრივ – გახარია

0
210

განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომლებიც სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და მოზარდებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების მიმართულებით კონკრეტული უწყებების როლზე ისაუბრა.

„ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ განათლების სამინისტროს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია პროაქტიულად, პრევენციულად, იმ პრობლემების აღმოჩენის მიმართულებით, რომლებიც სკოლაში მოზარდის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მან შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციისა და განათლების უწყებების როლზეც ისაუბრა

„ეს არის ის მიმართულებები, რომელზეც ჩვენ სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის მიმართულებები, რომელზეც  სწრაფი შედეგი უნდა დავაყენოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, საჭიროა შემდგომი ნაბიჯების უფრო სწრაფად გადადგმა.

პრემიერმა მოზარდებთან დაკავშირებული მართლმსაჯულების მიმართულებით კონკრეტული უწყებების მიმართ დავაკებები გასცა და ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება.