გიორგი ვაშაძეს და 12 დეკემბერს დაკავებულ 4 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

0
248

სასამართლომ “ახალი საქართველოს” ლიდერს გიორგი ვაშაძეს 12 დეკემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე დაკავებულ კიდევ 4 პირს ჯარიმა დააკისრა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ახალი საქართველო” ავრცელებს.

მათ შორის, პარტიის ცნობით, გიორგი ვაშაძე 2 000 ლარით დაჯარიმდა, ზურაბ კოსტავას, ირაკლი კუპრაძესა და ირაკლი ჯუღლეს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, გიორგი ბუნტური კი 2 500 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება ნოდარ ბრეგვაძეს, მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ხუთივე მათგანი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო, მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.