ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

0
217

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ “პლაზასთან” პოლიციელი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ გადაუყვანია, თუმცა შემთხვევის ადგილზე გამოძახება დაფიქსირდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ადგილზე დააკავეს.