შსს-სთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

0
394

კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან ცოტა ხნის წინ სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს და ასფალტზე „ამ სისტემის დედაც“ დაწერეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა აქტივისტების გზიდან გადაყვანა სცადეს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მდუმარე აქცია მიმდინარეობს.