ერეკლე კუხიანიძე – საკრებულოს მანდატს არ დავტოვებ

0
193

საკრებულოს მანდატს არ დავტოვებ, მანდატი მაქვს ხალხისგან, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა საოკუპაციო ხაზთან, სადაც დღეს იმყოფებოდა. მან კომენტარი გააკეთა საკრებულოს უმრავლესობაში დღეს გაკეთებულ განცხადებაზე.

„როგორც ამბობენ, გავურიცხივარ. რეალურად, პარტიაში არ ვყოფილვარ, თუმცა გუნდის წევრი ვიყავი. მათ ჩათვალეს, რომ მე გავაუარესე მდგომარეობა და მომიშორეს. პრობლემა არ მაქვს. ყველა შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი. ეს არის მათი გადაწყვეტილება. პატივს ვცემ. მე ვიცი, მათ რა უნდათ. ეს არის ერთადერთი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა. მათ ჰქონდათ რაღაც შეცდომები. ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ნარატივიდან, მათ მისცეს საშუალება ყავისფერ ჭირს, თავი წამოეყო, იმ ხოშტარიასა და ხაბეიშვილისნაირ ჭინკებს. მათ ამის საშუალება მისცეს და მე ვეცდები, ეს გამოვასწორო. შესაძლოა, ჩვენ სხვადასხვა გუნდებში ვიყოთ, მაგრამ იდეა არის ერთი.

მე თანამდებობა დამატოვებინეს. მანდატს ალბათ არ დავტოვებ. ამ მანდატს არ გამოვიყენებ, როგორც სხვები, რომლებიც თავის ყოფილ გუნდს აგინებენ. მე ამ მანდატს გამოვიყენებ იმისთვის, რის გაკეთებასაც ვფიქრობ. ვფიქრობ, რომ მართალი ვარ. ეს მანდატი მაქვს ხალხისგან. მე საკმარისი დამსახურება მაქვს ამ ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.