უკრაინაში სადეპუტატო იმუნიტეტს აუქმებენ

0
231

უკრაინის უმაღლესმა რადამ „უკრაინის სახალხო დეპუტატის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა. კანონპროექტის თანახმად, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევა, სადეპუტატო იმუნიტეტი უქმდება.

დოკუმენტს პარლამენტის 291 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 20 წინააღმდეგი იყო, 59-მა თავი შეიკავა.

კანონის ამოქმედების შემდეგ იმ შემთხვევაში თუ დეპუტატი დაარღვევს კანონს ან ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, მის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად, მხოლოდ გენერალური პროკურორის ბრძანება იქნება საკმარისი.