15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უმრავლესობა ომბუდსმენს შეხვდება

0
188

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების, სოფიო კილაძისა და ანრი ოხანაშვილის ინიციატივით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში მივა.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათ აინტერესებთ დამატებითი დეტალები, რაც 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შესაძლოა, იცოდეს.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ პოლიციელების მხრიდან ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.