შსს-თან ლუკას ცარიელი მერხი მიიტანეს

0
266

 

ცოტა ხნის წინ ლუკა სირაძის ცარიელი მერხი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიიტანეს. ამ წუთებში მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის აქცია-პერფორმანსები იმართება.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ, მე-9 სართულიდან გადმოხტა. მის გადასარჩენად ისრაელიდანაც ჩამოიყვანეს ექიმები, მაგრამ რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, ლუკას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაკავებულია გამომძიებელი, რომელმაც როგორც ვრცელდება,ლუკა მშობლისა და ფსიქოლოგის გარეშე გამოკითხა. მოზარდის გარდაცვალების გამო, გუშინ ღამიდან ისევ დაიწყო საპროტესტო აქციების სერია.