ნინო ბურჯანაძემ პარტიული სიის ოცეული წარადგინა

0
25

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის საარჩევნო სიის ოცეული წარადგენა და საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„ერთიანი საქართველოს“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ნინო ბურჯანაძეა. ოცეული კი ასეთია: გრიგოლ ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესიკ დანელია, თამარ ზურაშვილი, მამუკა აჩბა, ბექა პეტრიაშვილი, მაია ხრიკაძე, ივანე მაჭარაშვილი, დავით ეხვაია, ქეთევან ზაქარეიშვილი, აკაკი კიკვაძე, დავით წერეთელი, მაია პაჭკორია, ნიკა პეტრიაშვილი, ალექსი ჩხიკვაძე, ელენე იაშვილი, ხვიჩა გამარჯობაძე, მარინა მესხიშვილი.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიციაში გადაანაცვლებს. მე მაქვს ძალა და გამოცდილება, რომ პროფესიონალებთან ერთად ქვეყანას მოვუგვარო ის პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას: სიღარიბე, უმუშევრობა, გაჩერებული ეკონომიკა, პანდემია, „ბორდერიზაცია“, დაქუცმაცებული ტერიტორიები, ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ოჯახებიდან გასული ქალები, რომლებიც სხვის შვილებს და სხვის მშობლებს საზღვარგარეთ უვლიან, თავიანთი შვილები და მშობლები დატოვებული ჰყავთ საქართველოში. ეს არის იმ ახალგაზრდების პრობლემა, რომელთაც სწავლა და თავიანთ ქვეყანაში მუშაობა უნდათ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლევათ.

დიახ, მე მაქვს იმის ძალა და გამოცდილება, რომ დავალაგო ქვეყანა ისე, რომ ეს არ იყოს ცრუ დაპირებები“, – განაცხადა ბურჯანაძემ.