რომის პაპის რეზიდენციაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

0
41

რომის პაპის რეზიდენციაში კორონავირუსის ერთი ფაქტი დადასტურდა. Reuters-ი წერს, რომ კოვიდინფიცირებულის იდენტიფიცირება არ ხდება და ის ახლა იზოლაციაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულ კაცს სიმპტომები არ აქვს და სანტა მარტას რეზიდენცია უკვე დატოვა. ვატიკანი იტყობინება, რომ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი იზოლაციაშია.

რეზიდენციაში ანალოგიური შემთხვევა მარტში დაფიქსირდა, როდესაც იტალიაში პანდემია მძვინვარებდა.

თავად რომის პაპს, ფრანცისკეს კორონავირუსზე ტესტირება სისტემატურად უტარდება. ვატიკანი კორონავირუსმა მცირედით დააზარალა. შაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვირუსით სამი მცხოვრები დაინფიცირდა და ისინი უკვე განიკურნენ.