პანდემია ღარიბთა რიცხვს 115 მილიონით გაზრდის – გაეროს გენერალური მდივანი

0
39
Berlin, Germany - November 04: Antonio Guterres, High Commissioner for Refugees of UNHCR, attends a press conference in german foreign office on November 04, 2015 in Berlin, Germany. (Photo by Michael Gottschalk/Photothek via Getty Images)

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერესმა განაცხადა, რომ პანდემიის გამო, პირველად რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი მკვეთრად – დაახლოებით 115 მილიონით გაიზრდება.

გაეროს ხელმძღვანელმა ყველა ქვეყნის ხელისუფლებას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რათა დააჩქარონ ეკონომიკური ტრანსფორმაცია და ამავე დროს დაეყრდნონ ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად ტექნოლოგიებს.

ასევე, ანტონიო გუტერესმა ქვეყნების ლიდერებს ურჩია, რომ  მიიღონ “ფუნდამენტურად ახალი სოციალური დაცვის პროგრამები, რომლებიც მოიცავს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ პირებს”.

”COVID-19 პანდემია ორმაგ ტვირთად აწვება მსოფლიოს უღარიბეს მოსახლეობას. მათ განსაკუთრებით აქვთ ვირუსით დაავადების რისკი, ხოლო ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მცირედით ან საერთოდ არ გააჩნიათ.

ბოლო შეფასებით, წელს პანდემიის შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი დაახლოებით 115 მილიონით გაიზრდება. ქალები ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში არიან, რადგან მათთვის სამსახურის დაკარგვისა და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენის რისკი უფრო მაღალია”, – განაცხადა ანტონ გუტერესმა.