საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

0
51

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 128-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 16285 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7827 -ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.