15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება

0
272

 

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აღარ აინთება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა. 

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელნი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ არ აინთება“,- აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.