​ „გადადგეს ვახტანგ გომელაური“ – შსს-თან აქცია მიმდინარეობს

0
233

„ამ სისტემის დედაც! – ამ ლოზუნგით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამარათლე წევრი ანა დოლიძე და სამოქალაქო აქტივისტები მდუმარე აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნა, შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომაა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელიც სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო, პოლიციაში გამოკითხეს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.