15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

0
200

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„უპირველესად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის არასრულწლოვნის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან და დაინტერესებულია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მიმართ დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.