15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
269

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა. მარიანა ჩოლოიანი დაკავების დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩოლოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.