ერეკლე კუხიანიძე სანამ დეპუტატია, საკრებულოში სხდომა ვერ ჩატარდება – ლევან ხაბეიშვილი

0
272

ერეკლე კუხიანიძე სანამ დეპუტატია, საკრებულოში სხდომა ვერ ჩატარდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის პიკეტირებაც მოხდეს.

„როგორც დღეს კომისიის სხდომა ვერ ჩაატარეს, ფაქტობრივად პარალიზებული იყო საკრებულოს შენობა, შესაბამისად, ვერც ხვალ, ვერც ზეგ და სანამ კუხიანიძე იქნება საკრებულოს დეპუტატი, ეს ხალხი ვერც სხდომას ვერ ჩაატარებს მშვიდად და წყნარად, ვერც კომისიის სხდომას ვერ ჩაატარებენ. დღესაც გრძელდება პროტესტი. ნაწილი შესაძლოა დარჩეს საკრებულოში, შესაძლოა არც დარჩეს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სანამ ის კაცი დეპუტატია, ვერც კომისიები ჩატარდება და ვერც სხდომა.

პეპლებზე საუბარს არ ვაპირებთ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს მოღალატე, ბატონი კუხიანიძე ესე მოკალათებულია თანამდებობაზე. ბრძოლა იქნება, სანამ ის კაცი არის დეპუტატი. დღეს არაერთხელ მოვუწოდე საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, თუ ისინი არ მიიღებენ სწრაფად გადაწყვეტილებას, შემდეგი იქნება ტყემალაძის ოთახის პიკეტირება, კარავს გავშლით იქ. ასევე, სხვა დეპუტატებს, რომლებიც გააპრავებენ კოლექტიურ კუხიანიძეებს, მოუწევთ საკრებულოს შენობაში, მათსავე კაბინეტთან კარვების ატანა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.