ლიბიაში 2017 წელს დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

0
211

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, 2017 წელს ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მეზღვაურებმა საპატიმრო დატოვეს. 

ახლა მოლაპარაკებები საქართველოში მათ სწრაფად დასაბრუნებლად მიმდინარეობს. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, დაკავებულ მეზღვაურებს თავიდან სასამართლომ რამდენიმე ბრალდება წაუყენა.

“კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება”, – თქვა საგარეო უწყების წარმომადგენელმა. ბოლოს მეზღვაურებს ლიბიაში ნავთობის უკანონოდ შეტანას აბრალდებდნენ, რისთვისაც ჯარიმის სახით მილიონ დოლარზე მეტი ჰქონდათ დაკისრებული. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, მეზღვაურებს ეს ბრალდება მოეხსნათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.