ოზურგეთში თხრილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

0
247

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 65 წლის შ. კ. – ს ცხედარი მისმა ძმამ, გზისპირა თხრილში იპოვა.

სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.