საკრებულოში ვითარება დაიძაბა, დაკავებულია 4 ადამიანი

0
242

 

პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში გამართული აქციის დაშლისას.

მათ მიმართ საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, კუხიანიძის კაბინეტში აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს და სტიკერები „სირცხვილია“ ყველგან დააკრეს. პოლიციამ აქციის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით დაშალა.

 გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ერთი ადამიანი.