კვლევა – 2019 წელს 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389-ს კი თავისუფლება შეუზღუდეს

0
204

 

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიოში 49 ჟურნალისტი მოკლეს, 389-ს თავისუფლება შეუზღუდეს, ხოლო 57 მძევლად აიყვანეს და ტყვეობაში რჩება.

ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტის პროფესია საფრთხეებს შეიცავს, თუმცა 2019 წელს მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა, ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.  

ჟურნალისტები ძირითადად კონფლიქტის ზონებში დაიღუპნენ. 17 ჟურნალისტი საომარ მოქმედებებს სირიაში, ავღანეთსა და იემენში ემსხვერპლა. 

2019 წელს ჩინეთსა და თურქეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს.