თბილისის საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა

0
199

თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით სხდომას აღარ გამართავს. საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

გუშინ საღამოს ერეკლე კუხიანიძემ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

„ბოდიშს ვიხდი იმ გამოთქმისთვის, არაკორექტურობისთვის. შინაარსი იყო, რომ ის ადამიანი გადავიდა და იცოდა, რას აკეთებდა. მან იცოდა, რა რისკზე მიდიოდა და მე არ შემიფასებია, ეს ცუდია თუ კარგია. შემდეგ მე დავწერე, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არამედ მთელი მსოფლიოს საზოგადოებაა ამაში ჩართული და მაქსიმუმს აკეთებს. ამ ფონზე, როდესაც ჩვენმა მთავრობამ მიიღო ისეთი შეფასება ოჯახის მხრიდან, რომ არ კეთდება საკმარისი და ეს მთავრობაა ის მთავრობა, რომელიც იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს, ტაშ-ფანდურს მართავს და ეზეიმება, როცა არაფერი საზეიმო არ არის, ამან ჩემზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა“, – განაცხადა კუხიანიძემ.