2020 წლის დასაწყისიდან გერმანიაში ლეგალურად დასაქმება გამარტივდება

0
282

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ახალი საიმიგრაციო კანონი ძალაში 2020 წლის გაზაფხულზე შევა. 

გერმანიაში დასაქმების საშუალება ექნებათ, როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიული განათლების მქონე პირებსაც.

გერმანიაში არსებული ვაკანსიების ნახვა სპეციალურ ვებპორტალზე იქნება შესაძლებელი, სადაც ასევე ჩამოთვლილი იქნება ის უნარ-ჩვევები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება. მათ შორის არის გერმანული ენის ცოდნა.

დაგეგმილია უცხო ქვეყნებში გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივებაც.

“დოიჩეველეს” ცნობით, შარშან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა.