თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს

0
288

თბილისის საქალაქო სასამართლოში  20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების: ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან  6 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღესვე, მცხეთის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტები, ირაკლი ქართველიშვილი, ბექა ნათელაშვილი, მიხეილ ქუმსიშვილი და ლევან ლელაშვილი სამართალდამრღვევად სცნო. ოთხივე მათგანს სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. „გაბედეს“ წევრებს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. აქტივისტები სამართალდამცველებმა მცხეთაში 2 დეკემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.