ვლადიმირ ზელენსკი დღეს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

0
207

 

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 უკრაინის პრეზიდენტს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ზელენსკის საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი აზერბაიჯანელ კოლეგას ჰეიდარ ალიევს, სხვა მაღალაჩინოსნებსა და ასევე ბაქოში უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება.