თბილისი ელჩების კონფერენციას მასპინძლობს

0
174

„ელჩების კონფერენცია 2019-საქართველო-ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის”- ასე ჰქვია კონფერენციას, რომელსაც თბილისი 4 დღის განმავლობაში   უმასპინძლებს.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ  შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ასევე საქართველოს პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

კონფერენციაზე შეაფასებენ  ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს 2019 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას და  წარადგენენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას.

კონფერენციის ფარგლებში ცალკე სამუშაო სესია დაეთმობა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრიორიტეტებს. ამბასადორიალი 20 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენციით დასრულდება.