„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

0
270

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას მართავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კოლეგებს გააცნობენ 15 დეკემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების შედეგებს.

„კოლეგებს უნდა მოვუყვეთ, რა იყო გუშინ. ხელისუფლებას რა არ უნდა იცის. ხელისუფლებას არ უნდა ყველაფერი, რაც მოუსპობს გაყალბების საშუალებას და მოუსპობს იმის საშუალებას, რომ ერთპარტიული მთავრობით მოვიდნენ ხელისუფლებაში. რა უნდათ, არ იციან. ესმით, რომ ის, რაც არ უნდათ, უნდა დანარჩენ საქართველოს, მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, სამოქალაქო საზოგადოებას და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს. ვიდრე შესაძლებლობა არსებობს, რომ იყოს დიალოგი და ვერ დაგვადანაშაულონ ლაპარაკის ჩაშლაში, მივიღებთ მონაწილეობას. როდესაც აღმოჩნდება, რომ მათ ამოწურეს თავის მოთმინების და ბიძინა ივანიშვილის მანდატი, ამით დამთავრდება ყველაფერი. დიალოგი უკვე არის დიალოგისთვის. კარგია, რომ ჭიქებს ერთმანეთს არავინ ესვრის და აგურს არ ურტყამს, ჩვენ თუ გვექნება ერში განხეთქილება, ეს მხოლოდ ერთადერთ ძალას აძლევს ხელს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. შედეგის იმედი არ მაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები არშეწყდება.

„მივდივართ იმიტომ, რომ იქნებ რაღაცა გამოვიდეს. ყველა მოლაპარაკების აზრიც ხომ ეს არის,
ფეხბურთის მატჩივით გარანტია რომ არ გაქვს, რომ მაინცდამაინც უნდა მოიგო. შეიძლება ვერ მოიგო, მაგრამ მიდიხარ იმიტომ, რომ შენს თავსაც შეხედო, მოწინააღმდეგესაც შეხედო. ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიცია გააგრძელებს საპროტესტო აქციებს. არ შეწყდება. გეგმა მკაფიოა, საპროტესტო აქციების გაგრძელება, ზუგდიდი, ბათუმი, საქართველოს პარლამენტი, საკრებულო და ამის შემდეგ ყველგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.