პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა უნდა ვისწავლოთ -თეა წულუკიანი

0
276

 

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის უფრო ყურადღებით მოსმენა ვისწავლოთ და არ გადავაჭარბოთ ხოლმე უარყოფით შეფასებებში,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს წარმატებებს, გამძლეობას და თითოეული მოქალაქისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას უსურვებს. 

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ამის რესურსი აქვს და საერთაშორისო ასპარეზზე მის მიერ ქვეყნის წარმომადგენლობა არის ყოველთვის საამაყო და მისასალმებელი.

 შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.