თინა ბოკუჩავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას ითხოვს

0
220

 

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს, რათა 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები მოინახულოს.

თინა ბოკუჩავას აღნიშნულ საკითხზე პრესკონფერენციის ჩატარება დაკავებულების დედებთან ერთად პარლამენტში სურდა, თუმცა მისი თქმით, მათ შენობაში შესვლის უფლება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

ბოკუჩავა ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე კვირაა ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით. ბოკუჩავა ითხოვს, რომ არჩილ თალაკვაძე დაკავებული პირების, ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებთან ერთად შეხვდეს და განმარტოს მიზეზები, რატომ არ აძლევს ამ უფლებას. ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბუდაღაშვილზე ზეწოლა ხორციელდება.