მკვლელობა ეკლესიაში

0
40

1973 წლის 13ოქტომბერს, ქალაქ სტენფორდის ერთ-ერთ ეკლესიაში აღმოაჩინეს მედიკოსი სტუდენტის, ბრიუს პერის მეუღლის, არლის პერის დასახიჩრებული გვამი. იგი ყინულმხვრეტის თავში დარტყმით იყო მოკლული. მოკლული შიშველი და სანთლით გაუპატიურებული იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ მკვლელობა ეკლესიაში მოხდა, პოლიციამ გამოძიება რიტუალური მკვლელობის ვერსიაზე დაიწყო. მკვლელობა სატანისტებს მიაწერეს. თუმცა საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა.

მრავალი წლის შემდეგ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, რომ არლის პერი გარდაცვალების ღამეს ეკლესიში ნახა. თვითმხილველის თქმით, ქალი ეკლესიის საკურთხეველში თეთრკანიან მამაკაცთან ერთად ცეკვევდა, რომელსაც თავზე აფრიკული პარიკი ეხურა.

მოწმის განცხადებით, ამ სურათმა ის შეაშინა, რის გამოც ეკლესიიდან გაქცევა ამჯობინა და მეტი აღარაფერი უნახავს.

უცნობია, რამდენად შეესებამება სიმართლეს მოწმის ჩვენება. ერთი რამ კი ცხადია, დღემდე უცნობი დარჩა თუ სინამდვილეში რა შეემთხვა იმ საბედისწერო ღამეს არლის პერრის.

 

მომზადდა კაშჩენკოს პუბლიკაციის მიხედვით.