კათოლიკეთა ტრაგედია მექსიკაში

0
31

ფოტოზე აღბეჭდილია 1927 წელს, მექსიკაში, სატელეგრაფო ბოძებზე ჩამოხრჩობილი კათოლიკეები. საქმე ისაა, რომ იმჟამად მექსიკაში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, უქმდებოდა მონასტრები, იკრძალებოდა რელიგიური განათლების მიღება, ეკლესიებს კი ეკრძალებოდათ რაიმე სახის უძრავი ქონების ფლობა თუ შეძენა. მეტიც, ღვთისმსახურებს, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში ჩამოერთვათ საეკლესიო-სარიტუალო ტანსაცმლით გამოჩენა და არჩევნებში მონაწილეობა. იმ ღვთისმსახურებს,რომლებსაც ხელს არ აძლევდა ქვეყანაში მოქმედი ახალი
წესები, ქვეყანა უნდა დაეტოვებიათ ან წამებით სიკვდილი ელოდათ.

ასეთი გაუგონარი რეპრესიების შედეგად, ქვეყანაში, 1934 წლისთვის 4500 მღვდელმსახურიდან 300-მდე შემორჩა.

 

მომზადდა murders-ის პუბლიკაციის მიხედვით.