დღეიდან მოქალაქეები ათონელის რეზიდენციის დათვალიერებას შეძლებენ

0
195

 

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეიდან, ათონელის რეზიდენცია დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფრენეციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის სასახლე ღიაა დიასპორისთვის “რომ იგრძნონ, რომ ეს სასახლე და პრეზიდენტი არის მათი”.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლის მოსაწყობად, სადაც ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სულ 2 800 000 ლარი გამოიყო, 1 999 558 ლარი ანტიკვარულ ავეჯზე გაიხარჯა. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პრეზიდენტის რეზიდენციის კეთილმოწყობის ხარჯებზე კვლევა გამოაქვეყნა. IDFI-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციის მოწყობისთვის 2 174 783 ლარი დაიხარჯა.

9 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ანტიკვარული ავეჯის შეძენის მიზეზი განმარტა. მანამდე ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციის მოწყობა ფრანგული ანტიკვარიატით მოითხოვა, სპეციალური ჯგუფი კი წინა საუკუნეებში დამზადებულ ავეჯს მთელი თბილისის მასშტაბით, მათ შორის ოჯახებში ეძებდა. ეს ყველაფერი სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონ ორასი ათასი ლარი დაუჯდა.