საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის III კვარტლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს

0
284

2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2014-2019 წლებში კვარტალების მიხედვით.

2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• მშენებლობა – 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა – 16.4 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა – 9.7 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა – 3.7 პროცენტი);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა – -19.4 პროცენტი).