ძალიან ბევრი საათი მოვანდომეთ იმის ახსნას, რომ ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის – თეა წულუკიანი

0
323

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც ავღანეთში და ერაყში არსებობს.

წულუკიანი ამბობს, რომ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება.

„დღეს ვიმსჯელეთ მრავალმანდატიან სისტემაზე, რომელიც არსებობს მსოფლიოში  ძალიან ცოტა ქვეყანაში და ორი ქვეყანა დასახელდა, ეს არის ავღანეთი და ერაყი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, მისაღები ვერ იქნება, მითუმეტეს, რომ გვინდა, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი, პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს ჩვენს მუნიციპალიტეტს.

ეს არ იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ჩვენ ძალიან  ბევრი საათი მოვანდომეთ იმის ახსნას, რომ ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა რამდენიმე საათიის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.