განხილვა არ იყო მარტივი, მაგრამ ორივე მხრიდან ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას დიალოგთან მიმართებით – კარლ ჰარცელი

0
255

დიალოგი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწიოს დაძაბულობამ და პოლარიზაციამ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

​„ბედნიერი ვარ, რომ ორივე მხრიდან ვხედავ პასუხისმგებლიან მიდგომას, რადგან ჩვენ გადავედით მესამე დიალოგ-შეხვედრაზე. ჩემთვის აბსოლუტრად ნათელია, რომ დიალოგი იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, შეიქმნას პლატფორმა, რათა დაიწიოს დაძაბულობამ და პოლარიზაციამ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ განხილვა იყო მარტივი. ეს არის ფუნდამენტური საკითხები. არსებობს განგრძობითი ვალდებულება, რომ წავიდეთ წინ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.